ახალი ამბები

პეტერბურგში უკრაინის დროშის ფერებში ქუდის ტარებისთვის პირი დააკავეს

22 აგვისტო, 2014 • • 1427
პეტერბურგში უკრაინის დროშის ფერებში ქუდის ტარებისთვის პირი დააკავეს

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ტატიანა ვოლტსკაია აცხადებს, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდენობის მასწავლებელმა ოლეგ ილინმა პოლიციის ყურადღება ყვითელ-ლურჯფერებიანი კეპით მიიპყრო, რომელსაც წარწერა “უკრაინა” ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ კეპი რამდენიმე დღის წინ უკრაინელი მეგობრებისგან საჩუქრად მიიღო. 


კორესპონდენტის ინფორმაციით, ოლეგ ილინი ქალაქში რუსეთის დროშისადმი მიძღვნილ ქუჩის დღესასწაულს აკვირდებოდა, რა დროსაც მას რაიონის ადმინისტრაციამ ქუდის მოხდა სთხოვა, რამდენადაც მსგავსი კეპი – პროვოკაცია იყო. ოლეგმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. 

 

“მე ახლახან დავბრუნდი უკრაინიდან, საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ აქ ტელევიზიით გვიჩვენებენ. ძალიან ვღელავ ამ კონფლიქტის გამო, მინდა დავეხმარო მოძმე ერებს შერიგებაში,”- ამბობს ილინი. 

 

დაახლოებით 2 საათის შემდეგ ოლეგ ილინი პოლიციამ გაათავისუფლა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი