ტექნოლოგიები

SOBRR: “ანტი-ფეისბუკი” სოციალური ქსელი შემთხვევითი ურთიერთობებისთვის

22 აგვისტო, 2014 • • 1262
SOBRR: “ანტი-ფეისბუკი” სოციალური ქსელი შემთხვევითი ურთიერთობებისთვის

აპლიკაციას, რომელიც ერთგვარ სოციალურ ქსელს ხსნის, Sobrr-ი ეწოდება. მისი მეხსიერება 24-საათიანია, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის შემდეგ მომხმარებლის მიერ ამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალა, აგრეთვე მიმოწერა, სრულად იშლება.

 

მისი შემქმნელების თქმით, სოციალური ქსელის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მობილურში ჩამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობით (GPS-ით) ერთმანეთთან ახლოს მყოფ ერთმანეთისთვის უცხო აპლიკაციის მომხმარებლებს პოულობს, უჩვენებს ერთმანეთის პოსტებს და საშუალებას აძლევს, მოიწონონ ან დატოვონ კომენტარები. ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში კი, გახდნენ მეგობრები.

 

აპლიკაციის ერთერთი ავტორის, ბრუს იანგის თქმით, Sobrr-ი ადამიანებს აძლევს საშუალებას, “ჰქონდეთ საკუთარი სივრცე და პატარა საიდუმლოებები”. იანგი ამბობს, რომ აპლიკაციის მომხმარებლებს აღარ მოუწევთ იმაზე წუხილი, რომ მათი ყოველი ქმედება იწერება.

 

“ჩვენ ვაფასებთ შემთხვევით ურთიერთობებსა და საუბრებს. ადამიანები უფრო მეტად მიიზიდავენ ერთმანეთს ცხოვრების საინტერსო მომენტებით ან საერთო ინტერესებით”, ამბობს იანგი.

 

“სიენენის” ინფორმაციით, ამ დროისათვის აპლიკაციის მომხმარებლთა რაოდენობა 10.000-ია.

 

ის App Store-ში ამ დროისთვის ექსკლუზიურად კომპანია Apple-ის მობილური მოწყობილობებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.



მასალების გადაბეჭდვის წესი