ახალი ამბები

უკრაინა რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შესვლის გამო შიშობს

22 აგვისტო, 2014 • • 1041
უკრაინა რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შესვლის გამო შიშობს

სატვირთოების ნებართვის გარეშე შესვლის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ გააკეთა.

 

რუსეთი ამბობს, რომ დახმარება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

 

“ბიბისის” ინფორმაციით, ტვირთმზიდებს ესკორტირებას ამბოხებულები უწევდნენ.

 

“ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ლუგანსკისკენ მოძრაობას იწყებს”, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მოხსენებაში.

 

სერგეი ლავროვმა გააფრთხილა უკრაინა, რომ შედეგების გაუაზრებლად ნურაფერს გააკეთებს ჰუმანიტარული კოლონის წინააღმდეგ.

 

“სიენენის” ინფორმაციით, “წითელი ჯვრის” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კოლონის გადაადგილებას ვერ აკონტროლებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, ისინი უნდა გაყოლოდნენ კოლონას, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გადაწყვიტილება შეცვალეს.

 

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სპიკერის, ანდრი ლისენკოს განცხადებით, უკრაინელ მესაზღვრეებს, მებაჟეებსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საზღვართან არსებული კიდევ 90 მანქანის შემოწმების საშუალება.

 

უკრაინა შიშობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა, რომელიც სულ მცირე 260 სატვირთო მანქანისგან შედგება, ქვეყნისთვის საფრთხის შემცევლი აღმოჩნდება და ხელი შეეწყობა რუსული ინტერვენციის გაღრმავებას.


მასალების გადაბეჭდვის წესი