ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში “ბუდა-ბარი” და რესტორანი “მიუნჰენი” დახურა

22 აგვისტო, 2014 • • 2257
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში “ბუდა-ბარი” და რესტორანი “მიუნჰენი” დახურა

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი,  კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს “President Plaza Hotel”-ის კუთვნილ “ბუდა-ბარსა” და ქუთაისის ქუჩაზე – რესტორან “მიუნჰენში”.

 

“ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ხბოს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც “ბუდა-ბარსა” და რესტორან “მიუნჰენს” საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი დაილუქა, ბიზნესოპერატორები კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მდებარე ი/მ “აფიგ ალაზოვის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა – ფორმა N2, რის გამოც ი/მ “აფიგ ალაზოვი” 1000 ლარით დაჯარიმდა”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი