ახალი ამბები

საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე ფარულად გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

22 აგვისტო, 2014 • • 957
საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე ფარულად გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს, ე.ქ -მ, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გადმოკვეთისას, არ შეასრულა მასზე კანონით დადგენილი მოვალეობა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. დანაშაულში ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტთან, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


სარფის საბაჟო
სარფის საბაჟო

მასალების გადაბეჭდვის წესი