ახალი ამბები

დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა

21 აგვისტო, 2014 • • 982
დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევას საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად საკონსულოს თანამშრომლებმა წინასწარ დატოვეს ქალაქი დონეცკი. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და  მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას უნდა მიეცეს სათანადო, უმკაცრესი შეფასება:

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, უკრაინის მთავრობა მოახერხებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას,”– აღნიშნულია განცხადებაში. 

 

მომხდარის გამო სამინისტრო  საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს,  მოერიდონ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებას უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც  ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი