ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აპსნიპრესი: აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 131 ათასი ამომრჩეველი მიიღებს

21 აგვისტო, 2014 • 1785
აპსნიპრესი: აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 131 ათასი ამომრჩეველი მიიღებს

“აფხაზეთის 33 საარჩევნო ოლქში 154 საარჩევნო უბანია შექმნილი. მათ რიცხვში შედის საარჩევნო უბნები მოსკოვში, ჩერკესკში და სტამბოლში, რომლებიც სოხუმის #5 საარჩევნო ოლქზეა მიწერილი”, – წერს “აპსნიპრესი”.


ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით,  წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში აფხაზეთში 35 ოლქი და 173 საარჩევნო უბანი იყო.

 


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია.


არჩევნები აფხაზეთში       © რადიო თავისუფლება
არჩევნები აფხაზეთში © რადიო თავისუფლება

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი