ახალი ამბები

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 20 აგვისტო

20 აგვისტო, 2014 • • 1382
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 20 აგვისტო

“პეტას” 50 აქტივისტი საცვლების ამარა წევს ბრანდენბურგის კარიბჭესთან და გამოსახავს სპილოს. © EPA, 20.08.2014
“პეტას” 50 აქტივისტი საცვლების ამარა წევს ბრანდენბურგის კარიბჭესთან და გამოსახავს სპილოს. © EPA, 20.08.2014

ისინი აპროტესტებენ ბერლინის ცირკში ცხოველების ყოლას. აქტივისტები აპირებენ 600 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროსთვის ცხოველთა გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვას.

კაცს ნავით მიაქვს შეშა ცეცხლის დასანთებად ინდოეთის ასაამის შტატში მომხდარი წყალდიდობის გამო.  © EPA, 20.08.2014
კაცს ნავით მიაქვს შეშა ცეცხლის დასანთებად ინდოეთის ასაამის შტატში მომხდარი წყალდიდობის გამო. © EPA, 20.08.2014

მის მსგავსად 80 ათასი ადამიანი ებრძვის წყალდიდობას, რომელიც მდინარე ბრაჰმაპუტრას ადიდებამ გამოიწვია. უსაფრთხო ადგილებში აშენებულია 87 თავშესაფარი სადაც იძულებით გადაადგილებუმაი პირებმა თავი შეაფარეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 33 ათას ჰექტარ ფართობზე წყალდიდობამ მოსავალი გაანადგურა.

დამხმარეები აწყობენ ბოთლებს არტისტების ინსტალაცია “აკვამარინი 40213”-ის რეპეტიციაზე, რომელიც დიუსელდორფში უნდა გაიმართოს. © EPA, 20.08.2014
დამხმარეები აწყობენ ბოთლებს არტისტების ინსტალაცია “აკვამარინი 40213”-ის რეპეტიციაზე, რომელიც დიუსელდორფში უნდა გაიმართოს. © EPA, 20.08.2014

წარმოდგენას გერმანელი ხელოვანები ანჯი ჯისტი და როლანდ კაიზერი დგამენ, რომელიც 20 აგვისტოდან 30 აგვისტომდე გაგრძელდება. 

პალესტინელები ასაფლავებენ ისრაელის თავდასხმის დროს შვიდიდან ერთ-ერთ გარდაცვლილს ქალაქ დეირ ალ-ბალაში. © EPA, 20.08.2014
პალესტინელები ასაფლავებენ ისრაელის თავდასხმის დროს შვიდიდან ერთ-ერთ გარდაცვლილს ქალაქ დეირ ალ-ბალაში. © EPA, 20.08.2014

ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედები 20 აგვისტოს განაახლეს, მას შემდეგ რაც დიდხნიან ზავთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

თაჰირულ ყადრის მომხრე მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივ აქციაზე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. © EPA, 20.08.2014
თაჰირულ ყადრის მომხრე მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივ აქციაზე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. © EPA, 20.08.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი