ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები მერიის დაქვემდებარულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში

20 აგვისტო, 2014 • • 1551
საკადრო ცვლილებები მერიის დაქვემდებარულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში

ინფორმაციას თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

 

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ალექსანდრე ჯაფარიძე დაინიშნა.

 

შპს „თბილსერვისს“ გიორგი ბაგრატიონი, შპს „ლაბორატორიას“ ლაშა სამხარაძე, შპს „სინათლის ქალაქს“ ვასილ ხორავა, ხოლო  ა(ა)იპ  „თბილისის პორტალს“ ირაკლი სვანიძე უხელმძღვანელებენ.

 

დღევანდელ სხდომაზე შეკრებილებს დედაქალაქის მერმა ახალი პროექტის „სოლიდარობის ფონდის“ მიზნები და ამოცანები გააცნო და განაცხადა, რომ თბილისის მერია „სოლიდარობის ფონდს“ უერთდება. “სოლიდარობის ფონდი” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითაა შექმნილი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში საზოგადოებრივი სოლიდარობის მექანიზმის ჩართვას ისახავს მიზნად.

 

მერიის მხრიდან ფონდის სამუშაო ჯგუფში მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე იქნება ჩართული.  

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი