ახალი ამბები

გონიოს ციხეში 2 ათასი წლის წინ აგებული აბანო აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2014 • • 3273
გონიოს ციხეში 2 ათასი წლის წინ აგებული აბანო აღმოაჩინეს

პოლონელი და ქართველი მკვლევრების აღმოჩენის შესახებ ცნობას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს, პოლონურ სამეცნიერო გამოცემაზე დაყრდნობით.

 

გამოცემის ცნობით, მკვლევრებმა გონიოს ციხეში აბანო აღმოაჩინეს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება. მათი მოსაზრებით აბანო იმპერატორ ვესპასიანეს დროს, პირველი საუკუნის მეორე ნახევარშია, აგებული.

 

არქელოგიური მისიის ხელმძღვანელმა რადოსლავ კარასიევიჩ-ჟიპიორსკიმ განაცხადა, რომ ისინი გაოცებული არიან აბანოს სტურქტურითა და მდგრადობით:

 

“როგორც წესი, აბანოები, რომლებიც ჯარისკაცებისთვის შენდებოდა, არ იყო მდიდრული, თუმცა გონიოში აღმოჩენილი აბანოს იატაკი მოზაიკითაა მორთული. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ცივი წყლის აუზი”, – განაცხდა რადოსლავ კარასიევიჩ-ჟიპიორსკიმ.

 

აბანო გონიოში  © R.Karasiewicz-Szczypiorski
აბანო გონიოში © R.Karasiewicz-Szczypiorski

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობენ არქეოლოგიის ინსტიტუტი და ხმელთაშუაზღვის არქეოლოგიის პოლონური ცენტრი ვარშავის უნივერსიტეტში, აჭარის კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოსა და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგებთან თანამშრომლობით.

 

ეს არის არქეოლოგიური ძიების პირველი სეზონი, ხოლო კვლევა ორ წელიწადს გაგრძელდება.

 

“ჩვენ გვევგმავთ სრულად გამოვავლინოთ აბანოები. აბანოების ნარჩენებს ჩაუტარდებათ კონსერვაცია და გადაიხურება. ის იქნება ტურისტებისთვის საინტერესო”, – ამბობს რადოსლავ კარასიევიჩ-ჟიპიორსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი