ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

19 აგვისტო, 2014 • • 1111
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც საქართველოს და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ, სერჟ სარგსიანთან.

საქართველოს დელეგაცია სომხეთს 22 აგვისტოს დატოვებს. დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი