ახალი ამბები

მარეგულირებელი “კავკასუს ონლაინის” მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სტატუსს გადახედავს

19 აგვისტო, 2014 • • 1044
მარეგულირებელი “კავკასუს ონლაინის” მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სტატუსს გადახედავს

დღევანდელი მდგომარეობით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მხოლოდ “კავკასუს ონლაინია” მიჩნეული. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 2013 წლის 16 აგვისტოს მიიღო.

 

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ “კავკასუს ონლაინს” გაფართოებული ურთიერთჩართვის, ანუ სხვადასხვა ოპერატორების ინტერნეტ ურთიერთკავშირისთვის ზედა ზღვრული ტარიფი კავკასუსისთვის  დადგენილია 250 ლარი ერთ გბიტ/წამზე თვეში.

 

ხოლო სხვა დანარჩენი ოპერატორებისთვის აღნიშნული ტარიფი სხვა ავტორიზებულმა პირებმა შეინარჩუნა 5000 ლარიანი ტარიფი.

 

გაფართოებული ურთიერთჩართვა გულისხმობს ინტერნეტ-პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას. სწორედ გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობებზეა დამოკიდებული, ერთი ინტერნეტ-პროვაიდერის მომხმარებელი რამდენად ეფექტურად უკავშირდება და მოიხმარს მეორე ინტერნეტ-პროვაიდერის ქსელში განთავსებულ ინტერნეტრესურსებს – ინტერნეტ-გვერდს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალური კონტენტი.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, “კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ მულტიმედია კონტენტის მწარმოებელმა კომპანიებმა სწრაფად მოძებნეს დამატებითი შემოსავლის მიღების გზა ტრაფიკის გენერირების გამოყენებით.

 

“კავკასუს მიაჩნია” მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად მხოლოდ შპს ”კავკასუს ონლაინის” ცნობა და კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება შპს ”კავკასუს ონლაინს” აყენებს არათანაბარ, არამართლზომიერ და არაკონკურენტულ პირობებში.

 

ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნით კომისიამ საჯარო ადმინისტარციული წარმოება დაიწყო და კვლევის ჩასატარებლად ინტერნეტპროვაიდერებისგან სათანადო ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. საკითხის ზეპირი მოსმენის საჯარო სხდომა 2014 წლის 12 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

www.imovies.ge-ს გარდა, “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს კიდევ 5 ვებ-გვერდზე (www.myhit.ge; www.mydisk.ge; www.idisk.ge; www.svideo.ge და www.jobs24) შეეზღუდათ წვდომა 2014 წლის 25 ივლისიდან, როდესაც ამ საიტებმა ერთი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიიდან – “კავკასუსიდან” მეორე კომპანიის – IGS Network-ის სერვერზე გადაინაცვლა.

 

2014 წლის მარტში დაფუძნებულ კომპანიაში IGS Network ძმები – გიორგი და შოთა ჩლაიძეები 25-25%-იან წილებს ფლობენ. ერთ-ერთი მათგანი – შოთა ჩლაიძეა imovies.ge-სა და myhit.ge-ის შემქმნელიც. ამ საიტების IGS Network-ის სერვერზე გადატანის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სხვა ინტერნეტ-პროვაიდერებისგან გაფართოებული ურთიერთჩართვის გადასახადი მოითხოვა – თვეში 5900 ლარი ერთ გიგაბიტზე წამში, რაზეც “კავკასუს ონლაინი” არ დათანხმდა და ამის გამო მის აბონენტებს ზემოთ აღნიშნულ საიტებზე წვდომა შეეზღუდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი