ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციამ სააკაშვილის გაგზავნილი პიჯაკები არ ჩაიბარა

19 აგვისტო, 2014 • • 1008
მთავრობის ადმინისტრაციამ სააკაშვილის გაგზავნილი პიჯაკები არ ჩაიბარა

“ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა, ტანსაცმლის ჩაბარების უფლება არ გვაქვს”,- განუცხადეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. 

 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,”– ამბობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.

 

მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:

 

“გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის.”

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი, პროკურატურის ინფორმაციით, კოსტუმებზე და პალტოზე დახარჯული თანხებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი