ახალი ამბები

ავტობუსი, რომელსაც დევნილები გადაყავდა ლუგანსკში, ჩაცხრილეს

18 აგვისტო, 2014 • • 1179
ავტობუსი, რომელსაც დევნილები გადაყავდა ლუგანსკში,  ჩაცხრილეს

გამოცემა წერს, რომ რაკეტებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანებს, თუმცა უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმა ავტობუსებზე.

 

უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხდა, რომ “ბოევიკებმა”, რომელთაც რუსეთი ამარაგებს იარაღით, ცეცხლი გაუხსნეს დევნილებს ნაღმტყორცნებიდან და გრადის ტიპის რაკეტებიდან.

 

“ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები,” განაცხადა ლისენკომ.

 

თვითაღიარებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” სპიკერმა ანდრეი პურგინმა უარყო, რომ კოლონას თავს მეამბოხეები დაესხნენ.

 

პურგინის თქმით, “უკრაინელებმა თვითონ დაბომბეს გზები თვითმფრინავებით და გრადის ტიპის რაკეტებით. რაც ნიშნავს, რომ მათ დახოცეს ბევრი მოქალაქე, რასაც ისინი აკეთებენ უკვე რამდენიმე თვეა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი