ახალი ამბები

წამალაშვილი: დაკითხვაზე ჩემი აქტიურობის გამო დამიბარეს

18 აგვისტო, 2014 • • 963
წამალაშვილი: დაკითხვაზე ჩემი აქტიურობის გამო დამიბარეს

ეკა წამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 12 საათზე მივიდა და მისი დაკითხვა სამ სააათზე მეტხანს გაგრძელდა.

იგი დაკითხვაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დამამცირებელი მაისურით მივიდა და განაცხადა, საქართველო ემსგავსება პუტინის ფილიალს.

 

“ეს არის ჩეპი პროტესტი იმისთვის, რომ საქართველო არ დაემსგავსოს პუტინის რუსეთს და ჟურნალისტებმა აქ არ იარონ, საგამოძიებო უწყებებში მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.”

ეკა წამალაშვილი მიიჩნევს, რომ დაკითხვაზე მის აქტიურობასთან დაკავშირებით დაიბარეს:

 

“ბოლო დროს მქონდა რაღაც აქტიურ დისკუსიებში შესვლის ფაქტები, მქონდა საინტერესო ინფორმაციები ჩემს ფეისბუქზე, ჩემს ბლოგზე, და ჩავთვალე, რომ შესაძლოა ამან დააჩქარა მათი დაინტერესება ჩემი გამოძახებით.”

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ეკა წამალაშვილი ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე დაიბარეს, თუმცა, კონკრეტულად რას ეხება, არ აზუსტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი