ახალი ამბები

ბათუმში აშშ-ის სამხედრო კრეისერი “ველა გალფი” შევიდა

18 აგვისტო, 2014 • • 924
ბათუმში აშშ-ის სამხედრო კრეისერი “ველა გალფი” შევიდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, საქართველოში ყოფნისას „ველა გალფი“ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.

 

„ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თქმით, ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველოს შორის და პარტნიორებთან ერთად ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე, მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, „ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

 

გემის ეკიპაჟს პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი გემის კაპიტან რობერტ კატცის და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს, ვიცეპოლკოვნიკ რიჩარდ ბრეიდის შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი