ახალი ამბები

ფანჯიკიძე: თუ რუსეთი საქართველოს ემბარგოს დაუწესებს, ჩვენ მოვერგებით ახალ სიტუაციას

18 აგვისტო, 2014 • • 1103
ფანჯიკიძე: თუ რუსეთი საქართველოს ემბარგოს დაუწესებს, ჩვენ მოვერგებით ახალ სიტუაციას

მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აღდგენილიყო.

 

ფანჯიკიძეს მიაჩნია, რომ ეს წარმატება აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის დამსახურებაა:

 

“მოგეხსენებათ, რომ ნელ-ნელა გაიხსნა რუსეთის ბაზარი საქართველოს პრიდუქციისთვის. რასაკვრიველია, არ არის გამორიცხული ახალი მებარგო, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს 2006 წელს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქცია ვეღარ შედიოდა რუსეთის ბაზარზე, თუკი ეს ისევ განმეორდება, რასაკვირველია, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ფანჯიკიძემ დღეს გამართულ კონსულარიუმზე.

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი