ახალი ამბები

“კაზანტიპის” გამო ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა

17 აგვისტო, 2014 • • 1159
“კაზანტიპის” გამო ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა

18 აგვისტოდან ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ზუგდიდი–ანაკლიის მიმართულებითაც.

“ასევე გაცნობებთ, რომ გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანაკლიაში ავტომანქანები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით. მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ვურჩევთ თავი შეიკავონ საკუთარი ავტომქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალის” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი