ახალი ამბები

რუსეთიდან გამოგზავნილი ტვირთი უკრაინის საზღვართანაა

17 აგვისტო, 2014 • • 1126
რუსეთიდან გამოგზავნილი ტვირთი უკრაინის საზღვართანაა

კოლონა რუსეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის წამოვიდა. ბიბისის რუსეთის სამსახურის ინფორმაციით, ტვირთი რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის შემოწმებას გადის.  ასევე ელოდებიან “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ჯგუფს, რომელმაც ტვირთის დათვალიერებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა დღეს არ იგეგმება. 

 

“წითელი ჯვრის” წარმომადგენელი “რეიტერთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის და რუსეთის მებაჟეები შეთანხმდნენ ტვირთის შემოწმებაზე, მაგრამ ის ადგილი, სადაც ტვირთი შემოვიდა, მეამბოხეების მიერ კონტროლდება, ამიტომ ჯერჯერობით ნათელი არაა, რამდენად შეძლებს ტვირთის შემოწმებას უკრაინა.  კიევი კი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ტვირთის გასაგზავნად აუცილებლად უნდა გადაიკვეთოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი სასაზღვრო ნაწილი. 

 

280 “კამაზისგან” შემდგარმა კოლონამ  მოსკოვის ოლქი 12 აგვისტოს დატოვა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ჰუმანიტარული ტვირთია, რომელშიც 400 ტონა მარცვლეული, 100 ტონა შაქარი, 62 ტონა ბავშვის საკვები, 54 ტონა წამლები, 12 000 საძილე ტომარა შედის.  ბიბისის ინფორმაციით, შაბათს საღამოს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტვირთი კანონიერად სცნო, მაგრამ “წითელი ჯვრის” განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ტვირთს ქვეყანაში შესვლის უფლება მოპოვებული აქვს და რიგი უსაფრთხოების საკითხები კვლავ გასარკვევია. 

 

უკრაინის მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები გამოხატავდნენ ეჭვებს, რომ რუსეთი “ჰუმანიტარული დახმარებას” ამბოხებულების იარაღით დასახმარებლად გამოიყენებდა, თუმცა რუსეთი ამ ეჭვებს უარყოფს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი