ახალი ამბები

რას გამოიწვევს ტემპერატურის მატება

17 აგვისტო, 2014 • • 1238
რას გამოიწვევს ტემპერატურის  მატება

მეტეოსადგურის მონაცემებით, მომდევნო კვირაში, 19-დან 22 აგვისტომდე, ჰაერის სტემპერატურა თბილისში 39 გრადუსს მიაღწევს.  რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა, 40 გრადუსი დასავლეთ საქართველოს ბარშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთიან და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში  კი 38 გრადუსი იქნება. 

 

კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი მოსახლეობას ურჩევს საღამოს შვიდ საათამდე არათუ ზღვაზე არ იბანავონ, არამედ სანაპიროზეც კი არ გავიდნენ.

 

„ამ დროს პლიაჟი ძალიან ხურდება, წყლის ტემპერეტურა კი  უფრო იმატებს და მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება. თანაც ამ ეტაპზე დიდი რაოდენობითაა აორთქლებული ტენი. კარგია ასევე დილის საათები, შვიდი საათიდან 10 საათამდე შეიძლება ზღვაზე გასვლა“

 

კლიმატოლოგი ბოლო წლებში ზაფხულში ტენიანობის მკვეთრ მატებას გლობალურ დათბობას უკავშირებს:

 

„მიკროციკლს, რომელიც გრძელდება თითქმის ასი წელიწადია,  ახასიათებს ეს პირობები, კლიმატი კონტრასტული ხდება- ზაფხულში უფრო ცხელა, ზამთარში ცივა. თუმცა შემოდგომა იქნება უფრო თბილი და გაზაფხული შედარებით ცივი.”

 

გამოცხადდება თუ არა სამუშაო დღეები უქმედ ტემპერატურის მატების გამო ? – კითხვაზე პასუხი ამ დროისთვის სამთავრობო სტრუქტურებს არ აქვთ. 

 

„ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ  უკვე გასცა რეკომენდაცია, ტემპერატურის მატებასთან ერთად დიდი რაოდენობით სითხის მიღების აუცილებლობაზე. თუ ტემპერეტურის მატება ისევ დაფიქსირდება, მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“ – უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“.

 

დავით სერგეენკომ მოსახლეობას მაღალი სიცხეების დროს დიდი რაოდენობით სითხის მიღება ურჩია: 

 

“წყლის მინიმალური რაოდენობა მოზრდილთათვის უნდა იყოს 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება ეს რაოდენობა 3 ლიტრამდეც გაიზარდოს. უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს”.

 

ბათუმი  ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი