ახალი ამბები

საპატრიარქო 19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისის გადახდას აპირებს

16 აგვისტო, 2014 • 1169
საპატრიარქო 19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისის გადახდას აპირებს

“19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება 10:00 საათზე, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15:00 სთ-ზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას”, – აცხადებს საპატრიარქო.

2 დღის წინ, 16 აგვისტოს სასულიერო პირების ორგანიზებით ანაკლიაში “კაზანტიპის ფესტივალის” წინააღმდეგ აქცია ჩატარდა, მღვდლებმა კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლა უშედეგოდ სცადეს. თავად ანაკლიაში კი ანაკლიის და განმუხურის მაცხოვრებლებმა, დაახლოებით 50–მდე ადამიანმა  კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება მოითხოვეს და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ მათ, ვისაც აღნიშნული ფესტივალის ჩატარება არ სურს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალის” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი