ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, როდის გადაწყვიტოს საკითხი კანონით დადგენილ ვადაში

15 აგვისტო, 2014 • • 1060
მარგველაშვილი: პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, როდის გადაწყვიტოს საკითხი კანონით დადგენილ ვადაში

“საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის კანონით დაგეგმილ ვადაში ხუთი წუთი იფიქროს თუ მეტი, იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო გადაწყვეტილების მიღება, რაიმე უფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება.

9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისფლების, რომ მათ არ იცოდნენ, სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად იწყება ხელსუფლების გამიჯვნა.

ასე რომ, საქართელოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორი და ყურადღება უაღსრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი, საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბაკურიანში სემინარზე სტუმრობისას.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ იფიქრა ერთი თვე გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების შესახებ დოკუმენტაციისთვის საიდუმლო გრიფის მოსხნაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი