ეკონომიკა

გურჯაანში “რთველი 2014”-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

20 აგვისტო, 2014 • • 1054
გურჯაანში “რთველი 2014”-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი  24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება.


მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად,  მკაცრი კონტროლი  ქარხნებიდან  ჭაჭის უტილიზაციაზეც განხორციელდება. 


2014 წელს  ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება, აქედან  96 ათას ტონმდე  რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავია.

 

ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდიამ შარშანდელთან შედარებით რქაწითელზე უმნიშვნელოდ  შემცირდა  და   35 თეთრს, ხოლო  გადაჭარბებული მოთხოვნის გამო  1 კგ  საფერავზე – 15 თეთრს შეადგენს.  

 

ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი  წინასწარი  განაცხადების თანახმად, მათი მხრიდან ყურძნის გადამუშავებაზე მოთხოვნა რქაწითელზე  60 ათას  ტონას, ხოლო საფერავზე  – 50 ათას ტონას შეადგენს.  

 

სახელმწიფო კომპანიების მიერ სავარაუდოდ გადამუშავდება დაახლოებით 10 ათას ტონამდე რქაწითელი. წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და საქართველოს რაიონებში საკვები ყურძნის სახით ჯამში 29 ათასი ტონამდე რქაწითელი  იქნება ათვისებული.

 

“გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი მონაცემებით  რქაწითელზე მოთხოვნა  ჯამში  99 ათას ტონამდეა, ხოლო  სავარაუდო მოსავალი  96 ათას ტონას შეადგენს, წელს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა მევენახეებს არ შეექმნებათ”– აცხადებენ სოფლის მერნეობის სამინისტროში.   

მასალების გადაბეჭდვის წესი