ახალი ამბები

ანონსი – 15 აგვისტო

14 აგვისტო, 2014 • • 975
ანონსი – 15 აგვისტო

10:00 საათზე ქ.ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.

 

11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია  №103 საჯარო სკოლის ტერიატორიაზე,  ძველის ნაცვლად ახალი, თანამედროვე, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის აშენების გეგმის შესახებ  სკოლის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას და ჟურნალისტებს პირადად აცნობებენ.

 

12:00 საათ ზე  სოფელ  წიწამურში, საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით  შავლიაშვილი,   მუნიციპალური განვითარების  ფონდის  აღამასრულებელი  დირექტორი  გიორგი  ამაშუკელი, კულტურისა  და  ძეგლთა  დაცვის  მინისტრის  პირველი მოადგილე  კახი კანდელაკი  და  მუნიციპალური  განვითარების  ფონდის  დირექტორის  მოადგილე ილია  დარჩიაშვილი,  ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გახსნიან. 

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეცეპტის გაცემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:30 საათზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი,არჩილ კაიკაციშვილი, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და მთავრობას და თბილისის მერიას მიმართავს, 2003-2012 წლებში, „გრიფით საიდუმლო“ საქმეების გასაჯაროებას გადაიხედოს.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დებუტატი გია ბარამიძე უკრაინისადმი ჰუმანიტარულ დახმარებასა(მაიდანზე დაჭრილების) და პრეზიდეტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

 14:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის წყალმომარაგების კომპანიის “ GWP” წარმომადგენლებს შეხვდება.

 

15:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ლერმონტოვის 10) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება.

 

 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაციას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი