ახალი ამბები

ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2014 • • 973
ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

“ლაივპრესის” ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ანაკლიაში აქციის გამართვამდე ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, ხოლო შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მივიდნენ “კაზანტიპის რესპუბლიკის” შესასვლელთან და ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უნდა ჩატარდეს, შესვლას ითხოვნენ, რაზეც მათ უარი უთხრეს.

 

“ლაივპრესის” ინფორმაციით, მღვდლები ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ. გამოცემის ინფორმაციით, ანაკლიაში ჩასული აქციის მონაწილეები თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან არიან.

აქცია კაზანტიპის წინააღმდეგ ანაკლიაში (C) livepress.ge
აქცია კაზანტიპის წინააღმდეგ ანაკლიაში (C) livepress.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი