ეკონომიკა

ფიტოსანიტარული ლაბორატორიის მშენებლობა 1 მილიონი ლარით ფინანსდება

14 აგვისტო, 2014 • • 1255
ფიტოსანიტარული ლაბორატორიის მშენებლობა 1 მილიონი ლარით ფინანსდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ნიადაგის კვლევითი ლაბორატორია სამინისტროს კვლევითი ცენტრის ბაზაზე გადავიდა.


“ამასთან პარალელურად შენდება ფიტოსანიტარული ახალი ლაბორატორია, რაც 1 მილიონით ბიუჯეტიდან ფინანსდება. ლაბორატორია ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურება. სათანადო სტანდარტების ლაბორატორიის არარსებობის გამო თაფლის სინჯებს შესამოწმებლად ევროპაში აგზავნიან.” 

 

ოთარ დანელის განცხადებით, ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გატარდეს. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოდან პროდუქცია ესპორტზე ევროკავშირის 9 ქვეყანაში გადის. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის 16% გერმანიაზე, 16% ნიდერლანდებზე, ხოლო 15% ლიტვაზე მოდის.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი