ახალი ამბები

კულტურის მინისტრის მესამე მოადგილედ გიორგი ბაქრაძე დაინიშნა

14 აგვისტო, 2014 • • 4402
კულტურის მინისტრის მესამე მოადგილედ გიორგი ბაქრაძე დაინიშნა

გიორგი ბაქრაძე მინისტრის მესამე მოადგილეა და სამინისტროს იურიდიულ, ადმინისტრაციულ და ანალიტიკურ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს. 


გიორგი ბაქრაძე 1989 – 1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის გეოგრაფია-გეოლოგიის სპეცილობით სწავლობდა.


კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ეკონომიკური დეპარტმენტის უფროსად, 2012 – 2014 წლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ, 2011- 2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსად.


2009 – 2010 წლებში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად; 2008 – 2009 წლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე; 2007 – 2008 წლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის აუდიტის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. 


2007 წლის თებერვლიდან ამავე წლის ნოემბრამდე, შპს „საქართველოს რკინიგზის” საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირების სამსახურის უფროსად; 2006 – 2007 წლებში, შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტად; 2005 – 2006 წ.წ. – შპს „საქართველოს რკინიგზა“, ფინანსური დირექტორის მოადგილედ; 2004 – 2005 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად; 2002 – 2004 წ.წ. – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ.

კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე
კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი