ახალი ამბები

ანონსი – 14 აგვისტო

13 აგვისტო, 2014 • • 1430
ანონსი – 14 აგვისტო

12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გამართავს. თემა: სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება, გირგვლიანის საქმე.

 

12:00 თბილისის მერი 112-ს ესტუმრება. დავით ნარმანია უწყებას საქმიანობასა და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობა.


13:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე გამართავს. თემა: სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება.

 

13:30 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვევა.

 

14:00 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ACTS Georgia”-ს პრეზიდენტი, ამერიკის და იაპონიის ელჩებთან ერთად დმანისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ შენობას მოინახულებენ. 

საკონტაქტო ტელ: +(995) 599 12 00 09 ზედა დმანისში, ნანა დედოფლის ქ. #9 -ში 

 

15:00 ქობულეთის მინუციპალიტეტში, დაბა ჩაქვში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს. განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.


17:00 „ფრონტლაინ ჯორჯია“ (მის: ლ. ასათიანის ქუჩა #62) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს კვლევის პრეზენტაციას თემაზე: არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი