ახალი ამბები

ხაშურის სოფლები, ქვიშხეთი და ბულბულისწყარო, სტიქიამ დააზარალა

13 აგვისტო, 2014 • • 1911
ხაშურის სოფლები, ქვიშხეთი და ბულბულისწყარო, სტიქიამ დააზარალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

 

ხოლო სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენადაც სამუშაოები უკვე დაიწყო. “რუსთავი 2”-ის ცნობით სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ხოლო ქუჩები მდინარის ლაფისგან იწმინდება.

 

სამინისტროს ცნობით, ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ხაშურის  მუნიციპალიტეტში სტიქის შედეგების ლიკვიდაციისათვის.

წყალდიდობა ქვიშხეთში
წყალდიდობა ქვიშხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი