ეკონომიკა

დანელია: ჩვენ გვჭირდება ძლიერი სურსათის ეროვნული სააგენტო

13 აგვისტო, 2014 • • 1097
დანელია: ჩვენ გვჭირდება ძლიერი სურსათის ეროვნული სააგენტო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორებმა 1812 ობიექტი შეამოწმეს, 2013 წელს -1489, ხოლო 2012 – ში 504. 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, წლის ბოლომდე აღნიშნული სტატისტიკა გაიზრდება: 

 

“ინსპექტირების რაოდენობა გაიზრდება წლის ბოლომდე, ვინაიდან ჩვენ ვგეგმავთ რეგიოანლური ოფისების გახსნას. უკვე გაიხსნა ერთი რეგიონალური ოფისი რაჭაში. მეორე გაიხსნება იმერეთში. თბილისში კო მოხდება ოფისის გადაიარაღება. ჩვენ თამამაი განაცხადის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი სურსათის ეროვნული სააგენტო. ამიტომ ყველა რეგიონში გაიხსნება სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისები.”

 

დანელიას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ევროსტანდარტების სისტემით ბიზნესოპერატორების შემოწმებაზე ეტაპობრივად გადავა: 

 

“ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ ის ოქროს შუალედი, რასაც  ქართულ წარმოებაში არსებული რეალობა და საერთაშორისო სტანდარტები ჰვია. დღეს რომ დავიწყოთ ფართო მასშტაბიანი და 100%–იანი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სტანდარტით აღსრულება, ალბათ ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა. ეს არის ეტაპობრივი სქემა, რომელიც გაწერილია გეგმის მიხედვით. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივყვებით მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად.”

 

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებაში ევროკავშირო ეხმარება:  

 

“გვეხმარებიან საერთაშორისო დონორები, რომ ამ მიმართულებით სისტემა გავაძლიეროთ. ხდება მრავალფეროვანი ბიზნესოპერატორების გადამოწმება. პროტესტმა იკლო. ადრე თუ ბიზნესი აგრესიული იყო სურსათის ეროვნული საგენტოს ინსპექტორების მიმართ, დღეს ეს შეგრძნება გაცილებით ნაკლებია. ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან. ნებისმიერი ჩენგანისთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ კარგი პროდუქცია.” 

 

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

მასალების გადაბეჭდვის წესი