ახალი ამბები

შსს-მ 2014 წლის პირველ შვიდ თვეში დანაშაულის 60% გახსნა

15 აგვისტო, 2014 • • 1267
შსს-მ 2014 წლის პირველ შვიდ თვეში დანაშაულის 60% გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებულია 15 064 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9 100. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 60,41%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,09 %.

 

სს-ს დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე ბოლო შვიდი თვის გამავლობაში აღნუსხულ დანაშაულებს შორის 500%-ით არის მომატებული დანაშაული სასამართლო ორგანოების წინააღმდეგ. წელს დაფიქსრიდა 5 შემთხვევა და 3 გაიხსნა. 400%-ით იმატა დანაშაულმა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. წელს 4 შემთხვევითან 4-ვე გაინხსნა. 

 

100%-ით იმატა ტერორიზმის მუხლით აღნუსხულმა დანაშაულმა (დაფიქსირდა 4 შემთხვევა და გაიხსნა 2).

 

ნარკოტიკულმა დანაშულმა, 2014 წლის პირველი შვიდი თქვის განმავლობაში, იმატა 2.68%-ით. წელს, პირველი შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 2989 შემთხვევა და გაიხსნა 2903 (97.12%). ნარკოტიკულ დანაშაულებს შორის იმატა ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდამ 400%-ით (დაფისქირდა 4, გაიხნსა 2) და 200%-ით იმატა ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღებამ (18 შემთხვევა, გაიხნა 16).

 

შსს
შსს

2014 წლის იანვრიდან ივლისამდე დაფიქსირებულ ყველაზე ნაკლებად გახსნილ დანაშალებს შორის არის: თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ჩადენილი დანაშაულობებიდან 0.85% გაიხნსა (დაფიქსირდა 234, გაიხსნა 2 შემთხვევა).

 

ფიქსირებული ხუთი შემთხვევიდან არც ერთი დანაშაული არ არის გახსნილი, რომელიც ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ არის ჩადენილი. შარშან ანალოგიურ პერიოდში ამ ტიპის დანაშაული 16 დაფიქსირდა, საიდანაც სამი გაიხსნა.

 

დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში, გაიხნა 4.76%, დაფიქსირდა 42 შემთხვევა, გაიხსნა 2. არც ერთია გახსნილი 7 სამოხელეო დანაშაულიდან.

 

პირველი შვიდი თვის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის გარდა, შსს-მ 2014 წლის ივლისში მომხდარი დანაშაულების სტატისტიკაც გამოაქვეყნა. პოლიციამ 2014 წლის ივლისში 2297 დანაშაული დაარეგისტრირა, რომელთაგან გაიხსნა 1293. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი, შსს-ს ცნობით, არის 56,29%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -18,2 %.

 

ივლისის თვეში ყველაზე მეტი – 1021 რეგისტრირებული დანაშაული მოხდა საკუთრების წინააღმდეგ. ამათგან შსს-მ 451 შემთხვევა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ რიგის დანაშაულმა 16%-ით, 201 შემთხვევით, მოიკლო.

 

შსს-ს სტატიტიკაში დარეგისტრირებულია ქურდობის 751 შემთხვევა (გაიხსნა 40.05%), ნარკოტიკული დანაშაული 300 (გაიხსნა 96.33%). შსს-ს ცნობით, ამმ მუხლის დარღვევით ჩადენილმა დანაშაულმა იკლო 349 შემთხვევით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

314 რეგისტრირებული დანაშაულიდან ჯანმრთელობის წინააღმდეგ (გაიხსნა 55,44%), შსს-ს ცნობით ამ ტიპის დანაშაული 33 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა წინა წლის საანგარიშო პერიოდში.

 

შსს-ს სტატიტსიკის მიხედვით, ივლისის თვეში გვხვდება დანაშაულები, რომლებმაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმატა:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე (მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), 111-ე (განზრახ მკვლელობა უეცარი სულიერი აღელვების შემთხვევაში), 112-ე (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა), 113-ე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 114-ე (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) და 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მუხლები ერთად არის გაერთიანებული და ამ მუხლების დარღვევის საერთო რაოდენობაა 28. აქედან პოლიციამ გახსნა 1 შემთხვევა. წინა წლის ივლისში ამ მუხლების მიხედვით ჩადენილი დანაშაული იყო 18 და პოლიციამ ვერც ერთი დანაშაული ვერ გახსნა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ ტიპის დანაშაულმა 55%-ით იმატა.

 

კიდევ ერთი დანაშაული, რომელმაც იმატა წინა წლის ივლისთან შედარებით, არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. შარშან დარეგისტრირდა 17 შემთხვევა, წელს- 18. წელს პოლიციამ გახსნა 11 შემთხვევა,

 

ასევე იმატა 19.05%-ით ოჯახური ძალადობის შემთხვევამ. წელს, ივლისში დარეგისტრირდა 50 შემთხვევა, გაიხსნა 30 (60%). შარშან აღირიცხა 42 შემთხვევა, გაიხსნა 31 (73.81%).

 

500%-ით იმატა ძარცვამ ბინაში შეღწევით. 2014 წლის ივლისში დაფიქსრიდა 5 შემთხვევა, შარშან არც ერთი, და ყველა გაიხსნა. ხოლო შარშან არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

100%-ით იმატა ყაჩაღობამ საცავში ან სადგომში შეღწევით. წელს დაფიქსირდა ერთი შემთხვევა ამ დანაშაულისა, ხოლო შარშან იყო ნული. პოლიციამ აღნიშნული შემთხვევა გახსნა.

 

სამოხელეო დანაშაულმა იმატა 66%-ით, წელს ივლისში დაფიქსირდა 2-ით მეტი შემთხვევა, ვიდრე შარშან ივლისში. 2014 წლის ივლისში დაფიქსრიდა 5 შემთხვევა, აქედა პოლიცამ გახსნა 4 (80%).

 

400%-ით იმატა ფსიქოტროპული საშუალებების შენახვა, შეძენა, გასაღების აღრიცხულმა დანაშაულმა. შარშან ივლისში დაფიქსირდა არც ერთი შემთხვევა, წელს 4 შემთხვევა, აქედან პოლიცამ გახსნა 3.

 

რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულს ზოგადად, პოლიციის მონაცემებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-274 მუხლების მიხედვით ჩადენილმა დანაშაულმა 2014 წლის ივლისში იკლო. სულ დაფიქსირდა 300 შემთხვევა, მაშინ, როცა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო – 649. პოლიციამ გახსნა აღრიცხული შემთხევების 96.33%.

 

რაც შეეხება გაუხსნელ დანაშაულებს, ამ მხრივ ლიდერობს თვითმკვლელობამდე მიყვანა (დაფიქსირდა 60 შემთხვევა, გაიხსნა არც ერთი), გამოძალვა (დაფიქსირდა 2 შემთხვევა და გახნილია ნოლი), ქრთამის აღება (1 შემთხვევა, რომელიც არ გახსნილა), დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (გაუპატიურება და სექსუალური იძულების სხვა ფორმები) მხოლოდ 9% გაიხსნა: დაფიქსირდა 11 შემთხვევა და გაიხსნა 1.

მასალების გადაბეჭდვის წესი