ახალი ამბები

თბილისში ორი საშაურმე დააჯარიმეს

12 აგვისტო, 2014 • • 2304
თბილისში ორი საშაურმე დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ 4 საშაურმე ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა, რის გამოც 2 მათგანი  500 ლარით დაჯარიმდა  საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის”  64-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად,  2 კი – დაკეტილი აღმოჩნდა.

დოკუმენტაციის შესწავლის გარდა, მიმდინარეობს მათი ლაბორატორიული შემოწმება. სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც  აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. ამ ეტაპისთვის გეგმური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშუარმე.

 

სურსათი სააგენტოს განცხადებით, შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შაურმა
შაურმა

მასალების გადაბეჭდვის წესი