ახალი ამბები

ალასანია: პრემიერის სენატორებისადმი წერილს მთავრობა დავით კირვალიძის ნაწილში არ იზიარებს

12 აგვისტო, 2014 • • 951
ალასანია: პრემიერის სენატორებისადმი წერილს მთავრობა დავით კირვალიძის ნაწილში არ იზიარებს

“ძალიან სწორი ფორმაა, როდესაც ღიად, გულწრფელად ქვეყნის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი წერს იმ სენატორებს, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი უნდათ და კონკრეტულ საკითხებზე აქვთ შეკითხვები.  ეს არის აბსოლუტურად სწორი ფორმა და მთელი მთავრობა ვიზიარებთ ყველაფერს, რაც იქაა აღნიშნული, თუ როგორი პროცესებით მიდის საქართველო, რა თქმა უნდა, ერთის გამოკლებით, რომელიც ეხება ბატონ კირვალიძეს’,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის  სენატორებისადმი მიწერილი წერილის იმ მონაკვეთს გულისხმობს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. პრემეირის განცხადებით, ეს პროცესი არ არის  ცალმხრივი და ამის ერთ-ერთ მაგალითად ღარიბაშვილს  სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი