ეკონომიკა

ბიზნესმენების მოძრაობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და პრემიერის პასუხი

12 აგვისტო, 2014 • • 1116
ბიზნესმენების მოძრაობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და პრემიერის პასუხი

კონფერენციაში მონაწილეობდა რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე, დაკარგეს ბიზნესკომპანიები და დღეს მათ დაბრუნებას ითხოვენ. 

 

“მოძრაობა “აღადგინე და დაამკვიდრე სამრთლიანობა” იქნება მიმართული სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრებისათვის.  ეს არ ეხება მხოლოდ ბიზნესს, ან კონკრეტულად რომელიმე ჯგუფს. პოლიტპატიმრები, უდანაშაულო პატიმრები, შვილმკვდარი ოჯახები… ასეულია ასეთი ოჯახი, ვისაც დახოცილი ჰყავს ახლობლები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს რეპრესიების პერიოდში. ჩვენი მიზანია საართლიანობის აღდგენის  პროცესის დაჩქარება,” – განაცხადა კონფერენციაზე ანზორ ქოქოლაძემ.

 

მოძრაობის - აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა -კონფერენცია
მოძრაობის – აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა -კონფერენცია

დღევანდელ კონფერენციაში, ბიზნესმენების გარდა, მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში სპეცოპერაციების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები. მათი განცხადებით, ამ მკვლელობის საქმეების გამოძიება ფერხდება და სამართლინობის აღდგენის პროცესი გაჭიანურდა.

 

ანზორ ქოოლაძე აცხადებს, რომ  მოძრაობის შექმნა დააჩქარა იმ პროცესმა, რაც მიდის ქვეყანაში:


“ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩონოსნები თუ ლიდერები ცდილობენ დაქირავებული ლობისტების გზით წარმოაჩინონ თავი პოლიტდევნილებად და ხშირად ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები შეცდომაში არიან შეყვანილი და აკეთებენ მკვეთრ განცხადებებს, რაც ჩვენში შიშს აღძრავს, რომ ეს ხელს შეუშლის პროკურატურას და სასამართლო პროცესებს. ჩვენი მოძრაობის მიზანი იქნება აღრიცხოს ეს დანაშულები. ის ადამინები, ვინც ძალადობდა და ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს, თავს წარმოაჩენდნენ ჩაგრულებად, რეალურად, ვინც იყვნენ რეპრესირებულნი, ვინც სისტემასთან ბრძოლაში სისხლი ჩააქცია, წლების განმავლობაში ციხეებში იმყოფებოდნენ, დღეს ჩრდილში არიან. ფაქტობრივად, ამ მოძრაოაბის ერთ–ერთი მიზანი იქნება რეალურად აღირიცხოს ის დაანშაულებები, რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ და საზოგადოების ინფორმირება მოხდეს, როგორც  ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. არამედ არიან კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ამ პროცესმა სამართლიანობის აღდგენას არ შეუშალოს ხელი.” 

ანზორ ქოქოლაძე
ანზორ ქოქოლაძე

 

დღევანდელ კონფერეციაში, რომელიც რედისონში გაიმართა, ასევე, ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი სახელმწიფომ უკანონოდ, ჩუქების წესით მიღებული ქონების დაბრუნებით უნდა დაიწყოს:

 

“მსგავსი კონფერენციებით სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, მაგრამ არც აქვს ამ კონფერენციას იმის ილუზია, რომ მისი დასრულების შემდეგ სამართლიანობა აღდგენილი იქნება. აქ საუბრია იმაზე, რომ კონფერენციაზე დისკუსიის ფორმატში იქნას გამოთქმული მოსაზრებები სხვადასხვა დამსწრეების მხრიდან, თუ რა კონცეფცია შეიძლება არსებობდეს სამართლიანობის აღდგენის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის, ცხადია, სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებული იქნას ის საქმეები, სადაც არსებობს ეჭვი, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული. ეს არის ერთი მხარე, რაც უნდა გაკეთდეს კანონის წინაშე. მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვნი მხრე, როცა რიგით მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს ეს პროცესი, ეს ნიშნავს როგორც დარღვეულ ქონებრივ უფლებებს, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სადაც არსებობს კითხვები, რომ ამა თუ იმ პირს უკანონოდ შეეფერდა თავისუფლების აღკვეთა და უკანონოდ  იჯდა ციხეში. ამ საქმეებზე უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ გადაიხედოს ასეთი ტიპის საქმეები სასამართლოს მეშვეობით. ცხადია, ეს პრობლემა მრავალწახნაგოვანია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ შეიმუშავოს კონცეფცია – გეგმა, რომელიც ვერ იქნება რამდენიმე თვეზე გაწერილი. ერთი ხელის მოსმით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ეს უნდა მოგვარდეს რამდენიმე წლის განმავლობაში და უნდა არსებობდეს ნათლად განსაზღვრული გეგმა, თუ  რა ეტაპზე რა პრობლემა გვარდება. სახელმწიფომ პირველ ეტპზე უნდა დაიწყოს იმ ქონების დაბრუნება, რომელიც მიიღო თავის დროზე კერძო პირებისაგან ჩუქებების სახით და ამ სახელმწიფოს კვლავ საკუთარ მფლობელობაში აქვს.” 

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, ეს ქონება უნდა დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ მესაკუთრეებს და ამით ერთი ნაბიჯი ამ პროცესში გადაიდგას.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცოდინება, თუ რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება: 

 

“მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელთა უფლებები წლების განმავლობაში უხეშად, ძალადობით, სისასტიკით ირღვეოდა წლების განმავლობაში. ჩვენ, სახელმწიფო 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ მათი უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენაზე. პროკურატურამ პრატიკულად დაასრულა მუშაობა, მათი საქმეების შესწავლა პრაქტიკულად ბოლო ეტაპზეა. მოვახდინეთ ყველა ამ საქმის სისტემატიზაცია და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში გვეცოდინება და შევატყობინებთ საზოგადოებას, რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება, სახლები, ბიზნესი, სიცოცხლე. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვალდებული ვართ, ამ ათი ათასობით ადამიანს და მოქალაქეებს გავცეთ პასუხი. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველა დანაშაულს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ დადგინდება ჭეშმარიტება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი