ახალი ამბები

დიდგორის ჯვრის მედალი – ახალი ჯილდოს პირველი მედალი პრემიერ-მინისტრმა გადასცა

12 აგვისტო, 2014 • • 1022
დიდგორის ჯვრის მედალი – ახალი ჯილდოს პირველი მედალი პრემიერ-მინისტრმა გადასცა

” ეს ველი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა.  1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა ურიცხვ მტერზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძლევაი საკვირველის სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა ქართული თავდადების, შემართების, თავგანწირვის ნათელი მაგალითია. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი ეროვნული პასუხისმგებლოების და სწორი სტრატეგიის, რაც დღესაც, საუკუნეების შემდეგაც, ჩვენთვის სანიმუშოა. დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო და ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის გამყარებისთვის.

 

ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა, დიახ, მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთინობისთვის. დიდგორის ბრძოლა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ქართველი ერი, ეს არის წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველი, რომელზეც მტკიცე, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ დავით აღმაშენებლის, ამ ველზე დაღუპული მებრძოლების შთამომავლებს, დღესაც გვმართებს შეუპოვრობა და თავდადება. დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ძვირფასი ერის წინაშე. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ერთიანი, ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს აშენებაა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ხალხის იმედები აუცილებლად გავამართლოთ”, -განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ამიერიდან ყოველი წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე  საბრძოლო გამარჯვებისთვის გამორჩეულ სამხედროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალ ჯილდოს  დიდგორის ჯვრის მედალს გადასცემს.

 

” დღეს  მხვდა პატივი, პირველი მედალი პირადად მე გადავცე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს”.- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

დღევანდელ ღონისძიებას არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი