ახალი ამბები

რუსეთის “ჰუმანიტარული დახმარება”, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი საფრთხედ აღიქვამს

12 აგვისტო, 2014 • • 1083
რუსეთის “ჰუმანიტარული დახმარება”, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი საფრთხედ აღიქვამს

ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ მოსკოვიდან დაძრული 280 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა უკრაინის აღმოსავლეთში რამდენიმე დღეში იქნება. მოსკოვი აცხადებს, რომ კოლონას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვს, ხოლო დასავლეთს მიაჩნია, რომ ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ საბაბია სამხედრო ინტერვენციისთვის.

The Guardian უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 45 ათასი სამხედრო ჰყავს განლაგებული. ნატოს მიაჩნია, რომ “არსებობს დიდი ალბათობა” იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებები დაიწყოს და დაეხმაროს პრორუს სეპარატისტებს, რომელთა წინააღმდეგ უკრაინის არმია იბრძვის.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა უკრაინასთან შეთანხმების გარეშე იქნება მიუღებელი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდნეტი ჟოზე მანუელ ბაროზო აფრთხილებს შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ, წერს The Guardian.

BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკრაინულ მხარესთან შეთანხმებულია, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანირტარული დახმარების შეტანას წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს.

 

ავტოკოლონას 2 ათასი ტონის ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს. © unian.net 12.08.2014
ავტოკოლონას 2 ათასი ტონის ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს. © unian.net 12.08.2014

უკრაინულ გამოცემა unian ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა არც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, არც უკრაინის ხელისუფლებასთან და არც წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არაა შეთანხმებული.

 

გამოცემის ცნობით, წითელი ჯვარი მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაში, თუმცა მას არ მიუღია ინფორმაცია რუსეთის მხარისგან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს და შეთანხმდნენ, რომ ჰუმანიტარულ ტვირთს წითელი ჯვარი შეიტანს, თუმცა:

 

“ოპერაციის დაწყებამდე “წითელი ჯვარს’ რუსეთმა არ მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და დეტალი, რომელიც შეეხება დახმარების მიზანს და ტიპს, ასევე, ტრანსპორტირების საშუალებებს.” აცხადებს წითელი ჯვარი.

 

ამას გარდა წითელი ჯვარი ითხოვს, რომ კონფლიქტურ რეგიონში გარანტირებული იქნება წეთელი ჯვრის წევრების გადადგილების უსაფრთხოება.

 

გაეროს მონაცემებით,  ათასი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფქლიტის დღიდან. მათ შორის არიან სამთავრობო ძალები და სეპარატისტების შეარაღებულები და მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი