ეკონომიკა

სებ–მა სავალუტო აუქცონზე 20 000 000 აშშ დოლარი მესამედ იყიდა

11 აგვისტო, 2014 • • 946
სებ–მა სავალუტო აუქცონზე 20 000 000 აშშ დოლარი მესამედ იყიდა

2014 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ვალუტის შესყიდვა მესამედ განახორციელა.

 

2014 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7324  შეადგინა.

 

2014 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7361  შეადგინა.



ოფიციალურ სარეზერვო აქტივებში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 1 აგვისტოსთვის 2,276 მლრდ აშშ დოლარია. 2013 წლის 1 აგვისტოსთვის ეს მაჩვენებელი 2,827 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ფული
ფული



მასალების გადაბეჭდვის წესი