ახალი ამბები

დავით ნარმანიასთან შეხვედრა 1 500 მოქალაქეს სურს

11 აგვისტო, 2014 • • 925
დავით ნარმანიასთან შეხვედრა 1 500 მოქალაქეს სურს

“ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თბილისის მერთან და მის მოადგილეებთან შეხვედრა 1500 მოქალაქეს სურს:

 

“მერიაში სულ 1 500 განცხადება შემოვიდა, მოქალქეებს თბილისის მერი და მისი მოადგილეები მიიღებენ. თითოეული მოქალაქიის აუდენციისთვის თბილისის მერთან 8–10 წუთი გამოიყო.” 

 

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიღება 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება: 

 

“ბუნებრივია, 1500 მოქლაქის მიღება 4 საათში შეუძლებელია და რეგლამენტი არ ეყოფა. შესაბამისად, იმ მოლაქეებს, ვისაც დღეს თბილისის მერი ვერ შეხვდება, აუდიენციაზე მომავალ ორშბათს მოუწევს მოსვლა.”

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებს ყოველ ორშბათს თბილისის გამგებლებიც შეხვდებიან. თბილისის მერიაში მოქალაქეების მიღება ყოველ ორშაბათს, 14:00–დან 18:00 საათამდე მოხდება.

 

თბილისის მერიის შენობის წინ დღეს დილიდან არიან მოქალაქეები შეკრებილი, რომელთაც დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურთ. დედაქალაქის მერმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ  ყოველი კვირის ორშაბათს ექნება მოქალაქეების მიღების დღე მერიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი