ახალი ამბები

დავით ნარმანიას თანაშემწის მძღოლის ცემის ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო

10 აგვისტო, 2014 • • 1210
დავით ნარმანიას თანაშემწის მძღოლის ცემის ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, გამოძიების პროცესში მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება. გამოძიებას ისანი–სამგორის სამმართელოს პირველი განყოფილება აწარმოებს.

 

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, როგორც  ზაზა გოგოლაძე ამბობს, იგი დღეს საკუთარ სახლთან მერიის ორმა თანამშრომელმა სცემა. ზაზა გოგოლაძე ამჟამად  არამიანცის საავადმყოფოში გადაყვანილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი