ახალი ამბები

ექსპერტებმა კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილი ტექნიკური საშუალებებით დაათვალიერეს

10 აგვისტო, 2014 • • 1056
ექსპერტებმა კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილი ტექნიკური საშუალებებით დაათვალიერეს

როგორც მაია ნიკოლაიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მათ ამის სურვილი დიდი ხანია აქვთ, საბოლოოდ კი ეროსი კიწმარიშვილის ძმამ მიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას და 8 აგვისტოს საგამოძიებო უწყებამ ექსპერტებს შემთხვევის ადგილის  ტექნიკური საშუალებებით, კრიმინალისტური ხელსაწყობით და აპარატურით დათვალიერების საშუალება მისცა. პროკურატურამ ამისთვის დამატებითი დათალიერება გააფორმა: 

 

“შემთხვევის ადგილი ყველა ვარიანტში უნდა ნახო, არ შეიძლება ამის გარეშე, ჩვენ ეს დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ არ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მერე შეიძლება დადგეს რაღაც კითხვა, რომელსაც დროის გასვლის გამო ვერ უპასუხებ. ვეღარ ნახავ შემთხვევის ადგილზე რაღაც მომენტებს, რადგან დასკვნები არ არის  ჯერ მზად. ამაში დავრწმუნდი, რადგან პროკურატურის გამომძიებელმა თქვა, რომ არ არის, ჩვენ თავი დავიზღვიეთ და გავაკეთეთ ეს დასკვნებამდე, დასკვნების შემდეგ იბადება საკითხები, რომელიც შემთხვევის ადგილზე უნდა გადაამოწმო, მაგრამ რადგან ძალაინ გაიწელა პროცესი, აღარ დავუცადეთ დასკვნებს, მერე იმდენად დაძველდება ეს ყველაფერი, შეიძლება აზრი აღარ ჰქონდეს”,– ამბობს მაია ნიკოლაიშვილი. 

 

ექსპერტი ამბობს, რომ დათვალიერებით მიღებული ახალი ინფორმაციის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამ ინფორმაციას იგი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს იმ კონსულტაციების სახით მიაწვდის, რასაც მათ შორის დადებული კონტრაქტი ითვალისწინებს. 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარი საცხოვრებლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიებას კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი