ახალი ამბები

კრეიმერი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნები აქვს

11 აგვისტო, 2014 • • 946
კრეიმერი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნები აქვს

კრეიმერი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის წინააღმდეგ ისევე იქცევა, როგორც იქცეოდა ტიმოშენკოს წინააღმდეგ იანუკოვიჩის ხელისუფლება.

 

“ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლით მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვადასხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ.”

 

კრეიმერი ფიქრობს, რომ ეს გარემობა აძლიერებს ეჭვს იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურა გამოძიებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, – ამბობს კრეიმერი.”

 

დევიდ კრეიმერის თქმით, ერთი მხრივ, არის ინტერესი იმისა, რომ ყველამ აგოს პასუხის საკუთარ ქმედებეზე, ხოლო, მეორე მხრივ, არის საქართველოს წინსვლისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტერგაციის აუცილებლობა.

კრეიმერი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისა და ევროპისა და ამერიკის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სააკშვილისთვის ბრალის წაყენების თაობაზე გაკეთებულ განცხადებების შესახებ და ამბობს, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტერგაციაზე.

ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი/ ფოტო: ამერიკის ხმა
ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი/ ფოტო: ამერიკის ხმა

 

“ფრიდომ ჰაუსის” პრეზიდენტი განმარტავს, რომ მართალია, წელს ისედაც არ განიხილება ნატოს გაფართოების საკითხი, მაგრამ გერმანიის კანცლერ მერკელსაც კი, რომელიც დიდად არ სწყალობდა სააკაშვილს, გაუჩნდება კითხვები გამოძიების მიმართ:

 

“იქნება შეშფოთება ზოგიერთ დედაქალაქში, განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, ბერლინში. სააკაშვილისათვის წაყენებული ბრალი კი შეშფოთებას უფრო გაზრდის. ირონია ისაა, რომ კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ფანი, კითხვები კი გაუჩნდება იმ ადამიანისათვის წაყენებული ბრალის გამო, რომელსაც ის განსაკუთრებულად არასოდეს სწყალობდა.”

კრეიმერის თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს, ამტკიცოს, რომ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს.

 

“ვფიქრობ, მთავრობამ უფრო ნათლად უნდა განმარტოს, რა მიზანს ემსახურება გამოძიება – იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს წაუყენოს ბრალი საქმის არასათანადოდ გაძღოლისათვის, თუ იმას, რომ გაითვალისწინოს მიღებული გაკვეთილი და შეცდომები აღარ დაუშვას. იმედი მაქვს, ამგვარი გამოძიების მიზანი ადამიანებისთვის ბრალის წარდგენა კი არა, დაშვებულ შეცდომების გათვალისწინება იქნება. იმედია, მთავრობა გარკვევით იტყვის ამის შესახებ,” – ამბობს კრეიმერი.

 

პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2 სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული – 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევასა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 აგვისტოს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი