ახალი ამბები

“ქართული ოცნება” : პირი, რომელიც გიორგი კანდელაკს თავს დაესხა, პარტიის წევრი არ არის

9 აგვისტო, 2014 • • 889
“ქართული ოცნება” : პირი, რომელიც გიორგი კანდელაკს თავს დაესხა, პარტიის წევრი არ არის

“აღნიშნული პირი არასდროს ყოფილა არც ჩვენი პარტიის წევრი და არც აქტივისტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, მისცეს სათანადო რეაგირება მომხდარ ფაქტს”.–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართავს და  მოუწოდებს  მათ, ასეთი ინცინდენტები პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გამოიყენონ. 


“ჩვენმა ხელისუფლებამ დაასრულა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში  იყო დამკვირდებული”.– ნათქვამია განცხადებაში.  

 

საქართველოს პარლამენტის წევრს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი კანდელაკს 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:20 საათზე თბილისში თავს დაესხნენ

 

პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის თქმით, რომელიც ინციდენტის შემდეგ მივიდა გიორგი კანდელაკთან, მას თავის არეში აქვს დაზიანება, თუმცა საავადმყოფოში გადაწყვანა არ დასჭირვებია. გიორგი კანდელაკი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

 

ნუგზარ წიკლაურის თქმით, შემთხვევა თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. პარლამენტარი ამბობს, რომ გიორგი კანდელაკი ავტომობილით გადაადგილდებდა, რა დროსაც საგზაო ინციდენტი მოხდა, ამის შემდეგ ამ ადამიანმა კანდელაკს გზა გადაუღობა, მანქანიდან გადმოვიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ნუგზარ წილაური ამბობს, რომ თავდამსხმელი არის ალექსი მელაძე, რომელიც თეთრიწყააროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და “ქართული ოცნების” აქტივისტია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი