ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი დააპატიმრეს

9 აგვისტო, 2014 • • 1243
აზერბაიჯანში უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი დააპატიმრეს

დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინტიგამ ალიევი 8 აგვისტოს აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა დეპარტამენტის მიერ იქნა დაბარებული, როგორც მოწმე, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მოგვიანებით იგი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინა და დღის ბოლოს უფლებადამცველი სასამართლოში აღმოჩნდა. 

 

პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ინტიგამ ალიევს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ამბობს, რომ ალიევს ბრალად ედება 213.1 მუხლის დარღვევა, რაც გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს, ასევე, 308.2 მუხლის დარღვევა, იგივე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და  192.2.2, უკანონო სამეწარმეო შემოსავლის მიღება. 


“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიევი უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია. 


ზერბაიჯანში 2 აგვისტოს გადასახადების გადაუხდელობის და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით რასულ ჯაფაროვი დააკავეს, 30 ივლისს კი- უფლებადამცველი ლეილა იუნუსი და არიფ იანუსი, ასევე გადასახადების გადაუხდელობის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით. 


ინტიგამ ალიევი, ფოტო :რადიო თავისუფლება
ინტიგამ ალიევი, ფოტო :რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი