ახალი ამბები

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან წითელი უნიტაზი მიიტანეს [ვიდეო]

8 აგვისტო, 2014 • • 1778
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან წითელი უნიტაზი მიიტანეს [ვიდეო]

აქციის ორგანიზატორის, გიორგი გაგოშიძის თქმით, ეს პერფორმანსი მეგობრებთან ერთად დაგეგმა.

 

“სიმბოლური არის უნიტაზი იმ მხრივ, რომ პისუარით დიუშანმა დაიწყო ახალი კულტურის შექმნა ევროპაში, ამერიკაში, დასავლეთში, რაც ჩვენ გამოვტოვეთ. ამგვარად, ამ სიცარიელის ამოვსება არის ამ უნიტაზის აქ მოტანა, ჩვენ გვინდა, რომ დასავლურ კულტურას დავეწიოთ და არ დავრჩეთ საბჭოთა კავშირში,”- თქვა გაგოშიძემ.

 

აქციის მონაწილე ლევან ღამბაშიძემ განაცხადა, რომ მათ თავიანთი პოზიცია უნიტაზის მეშვეობით დააფიქსირეს.

 

“არავისთვისაა დასამალი, რა მტკივნეული დღეა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველასთვის და ჩვენ, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იქ, საიდანაც ჩვენ ვთვლით, რომ პრობლემა მომდინარეობს, ეს არის რუსეთის საელჩო,” – თქვა ღამბაშიძემ.

მონაწილეება წითელი უნიტაზი აქციის დასრულების შემდეგ ყოფილი საელჩოს შესასვლელთან დატოვეს.

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან წითელი უნიტაზი მიიტანეს. 8.08.2014
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან წითელი უნიტაზი მიიტანეს. 8.08.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი