ახალი ამბები

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა დღეს ღამით განახლდება

8 აგვისტო, 2014 • • 962
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა დღეს ღამით განახლდება

„დამეწყრილ ადგილზე მობილიზებულია ათამდე ერთეული შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რათა მალე მოხერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისშემშლელი გარემოებები არ წარმოიქმნა, უღელტეხილზე მოძრაობის გახსნა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დღეს ღამით იქნება შესაძლებელი“ – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარე თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძემ.

 

დღეს, შუადღის 2 საათზე თბილისი–სენაკი–ლესელიძის ს/გზის 146–ე კმ–ში მეწყერი ჩამოწვა. 6 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მთისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა. მათ მოძრაობას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გომი–საჩხერე– ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი