ახალი ამბები

WHO: ებოლას ვირუსი საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს

8 აგვისტო, 2014 • • 2399
WHO: ებოლას ვირუსი საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს

წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსს 930–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემია ვრცელდება გვინეაში, ნიგერიაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში.

 

WHO–ს განცხადებით, ვირუსი გადამდებია და, შესაბამისად, შესაძლო შედეგები შეიძლება განსაკუთრებით მძიმე იყოს.

 

განცხადება  შვეიცარიაში გადაუდებელი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, სადაც ექსპერტები ორი დღის განმავლობაში იყვენენ შეკრებილები.

 

გაერთიანებული ერების ჯანდაცვის სააგენტოს თქმით, ვირუსის აფეთქება “მოულოდნელი მოვლენა” იყო.

 

მარგარეტ ჩანის, WHO–ს დირექტორის თქმით, ებოლას ეს აფეთქება ყველაზე ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანია, რაც აქამდე ყოფილა. ის საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს, რადგან ვირუსი იმ ქვეყნებში მძვინვარებს, რომლებსაც მისი დამარცხებისთვის შესაბამისი რესურსები არ გააჩნიათ.

 

“აუცილებელია კოორდინირებული საერთაშორისო რეაქცია, რათა შეწყდეს ვირუსის გავრცელება” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არ აიკრძალება ინტერნაციონალური მგზავრობა და ვაჭრობა; თუმცა, სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ, რომ აღმოაჩინონ, გამოიკვლიონ და მართონ ებოლას შემთხვევები, მათ შორის აეროპორტებშიც.

 

როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ გამოყოფს დაფინანსებას პროექტზე, რომელიც სიერა ლეონეში ებოლას წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღარ განუახლდება დაფინანსება ლასას ცხელების კვლევის პროექტს, სამაგიეროდ რესურსები გადაინაცვლებს სიერა ლეონეს საავადმყოფოებში, სადაც ახლა ვირუს ებოლას წინააღმდეგ გამართული ბრძოლის წინა ხაზია.

ლიბერიელი ქალი ტირის ებოლას ვირუსით ნათესავის გარდაცვალების გამო, ფოტო გადაღებულია მონროვიაში 2014 წლის 6 აგვისტოს/ ფოტო EPA
ლიბერიელი ქალი ტირის ებოლას ვირუსით ნათესავის გარდაცვალების გამო, ფოტო გადაღებულია მონროვიაში 2014 წლის 6 აგვისტოს/ ფოტო EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი