ეკონომიკა

სურსათის უვნებლობის სააგენტომ მეწარმეები დააჯარიმა

7 აგვისტო, 2014 • • 1073
სურსათის უვნებლობის სააგენტომ მეწარმეები დააჯარიმა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა რუსთავში – შპს “გრანდ ვეჯინის” სუპერმარკეტიდან, გარდაბნის რაიონის სოფლებში – ქესალოსა და ვახტანგისში – ი/მ “როვშან ოსმანოვისა” და ი/მ “მალაქ ოსმანოვას” საცალო სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს მყარი და თხევადი სურსათი:  კარაქი, სპრედი, მარგარინი, ერბო, რულეტი, ყავა, კაკაო, კიტრის მწნილი, ჩაი, შვრიის ფანტელი, მცენარეული ზეთი, კეტჩუპი, ხილის წვენები, ლუდი.

 

ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის ბიზნესოპერატორები 200-200 ლარით დაჯარიმდნენ. 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, ი/მ “დავით კაიშაურის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტს, სადაც არ იყო წყალმომარაგება და ვერ წარმოადგინეს არატოქსიკურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რის გამოც მეწარმე 1000 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი