ახალი ამბები

სანიკიძე: სექტემბრიდან მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემა შეიცვლება

7 აგვისტო, 2014 • • 1028
სანიკიძე: სექტემბრიდან მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემა შეიცვლება

ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ სანიკიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა: 

 

“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადეკვატურდ, მხოლოდ გამოცდის მეშვეობოთ. ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს და ვფიქრობ, რომ შევიმუშვეთ ჩვენი ქვეყნისთვის და სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი.”

 

თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა ახალი სერტიფიცირების სქემაში რამდენიმე კომპონენტი იქნება გათვალისწინებული:

 

“დარეგულირებული იქნება როგორც კარიერული წინსვლა, კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და, შეასაბამისად, მოხდება სახელფასო მატება. გამოცდები ამ სახით აღარ იქნება და იქნება სქემა, რომელიც მოიცავს გარკვეულწილ საგნობრივ გამოცდას. დანარჩენი იქნება საკლასო შეფასება და პრაქტიკაში რას აკეთებს მასწავლებელი. რაც ხდებოდა აქამდე, ეს იყო არადეკვატური, არანორმალური. რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როცა წლიდან წლამდე თარიღი გადაჰქონდათ კანონში და 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% სახლში უნდა გაგვეშვა. ეს იყო კატასტროფა, ძალიან ცუადად დაგეგმილი და გაუაზრებელი რამ. ჩვენი ვალია ეს შევცვალოთ და მასწავლებლებს შევთავზოთ ადეკვატური სქემა, სადაც ისინი შეძლებენ თავის თავზე მუშაობას, განვითარებას და თავისი ცოდნის გამოხატვას. სერტიფიცირება  ამ სახით უქმდება. მარტო გამოცდის ატესტაცია არ არის ნორმალური. მთელი წელი ვიმუშავეთ ამ სქემაზე და განვიხილეთ რეგიონებში და მივედით იმ კონდიციამდე, რომ შეგვიძლია კანონშიც განვახორციელოთ ცვლილება და ახალ სქემას სექტემბრიდან მთავრობაზე დავამტკიცებთ.”  

    

მასალების გადაბეჭდვის წესი