ახალი ამბები

სერგეენკო: საქართველოს მოქალაქეები 1 სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებას თავად აირჩევენ

7 აგვისტო, 2014 • • 963
სერგეენკო:  საქართველოს მოქალაქეები 1 სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებას თავად აირჩევენ

ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან სუბარისას განაცხადა: 

 

“1 სეტემბრიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანასებული ჯანდაცვითი პროგრამები მთლიანად ერთიანი გადამხდელის პრინციპზე გადადის, რაც ნიშანვს, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფო ჯანდაცვით სარგებლობს, ენიჭებათ სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი სრულად და გეგმიური სერვისის დაყოვნების ვადა შემცირდება 6–დან 2 თვემდე.”

 

დღეს, 7 აგვისტოს, მთვარობის სხდომაზე 34 საკითხს განიხილავენ. მათ შორის რამდენიმე საკითხი გამოტანილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდ­ა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი