ახალი ამბები

დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდებში ელჩობის კანდიდატია

6 აგვისტო, 2014 • • 1238
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდებში ელჩობის კანდიდატია

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საქართველოს პრეზიდენტს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე სურგულაძის კანდიდატურა წარედგინა.

კონსტანტინე სურგულაძე
კონსტანტინე სურგულაძე

 

სურგულაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან  პრემიერმა 21 ივლისს გადააყენა სხვა 6 მინისტრთან ერთად. მათგან სამი – სხვა სამინისტროებში იქნა გადაყვანილი. კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია კი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას კიდევ სამი გადაყენებული მინისტრი – დავით დარახველიძე, შალვა ფიფია და ხათუნა გოგალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი